14 იან 2020 10:23 595

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს

 

 

პარლამენტის მიერ, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. პლენუმმა უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა საკანონმდებლო ორგანოს "ქართული ოცნების" უმრავლესობამ კანონი, როცა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს პარლამენტის წევრობა ჩამოართვა.

ნიკა მელიას ადვოკატი აცხადებს, რომ ეს იქნება ტესტი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის - დადგება სამართლის მხარეს, თუ მის გადაწყვეტილებას პოლიტიკური კონტექსტი ექნება. 

"უკანონოა პარლამენტის დადგენილება, ვინაიდან პარლამენტს შეეძლო შეეწყვიტა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილება მხოლოდ იმშემთხვევაში თუ კი ყველა ინსტანციას გაივლიდა და საბოლოო განაჩენი იქნებოდა სახეზე. დღესდღეობით ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. პლენუმისთვის საკითხის გადაცემა იმას ნიშნავს, რომ ეს არის უმნიშნელოვანესი საკითხი, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაეცემა პლენუმს საკითხი განსახილველად. ეს არის ტესტი საკონსტიტიციო სასამარტლოსტვის, დარჩებიან ისინი სამართლის ფარგლებში თუ ამ გადაწყვეტილებასაც ექნბა პოლიტიკური კონტექსტი ისევე როგორც სხვა ყველა გადაწყვეტილებას, რაც ნიკა მელიას საქმესთან არის დაკავშირებული" - აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.