14 იან 2020 11:30 586

ავსტრალიის ტყის ხანძრებისას წარმოქმნილი კვამლი მთელ დედამიწას შემოუვლის - NASA

 

 

ავსტრალიაში მასიური ტყის ხანძრებისას წარმოქმნილი კვამლი დედამიწას შემოუვლის და ავსტრალიაში დაბრუნდება. ამის შესახებ NASA-ზე დაყრდნობით BBC წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, კვამლმა სამხრეთ ამერიკაზე გადაიარა და უკვე ნახევარი პლანეტა გადაკვეთა. NASA-ში განმარტავენ, რომ ძლიერი ხანძრების გამო უჩვეულოდ ბევრი ჭექაქუხილი გამოიწვია, რის გამოც კვამლი სტრატოსფეროში, 17.7 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა. 

კვამლმა სამხრეთ ამერიკაში ცის ფერი შეცვალა, ახალ ზელანდიაში კი ჰაერის ხარისხზე და მთებში თოვლის ფერზე იმოქმედა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ხანძრების სიძლიერეს კლიმატის ცვლილებამ შეუწყო ხელი. 

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა. 2000-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა. ხანძრებთან დაკავშირებით ქვეყანაში საჯარო გამოძიება ჩატარდება. დღეისთვის ავსტრალიაში ხანძრის 100 კერა ფიქსირდება.