14 იან 2020 12:17 616

„4 დღეა სიცხე მაქვს... ელემენტარული „ანალგინი“ არ აქვთ"- ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულები დახმარებას ითხოვენ

 

 

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულები დახმარებას ითხოვენ. პარიმარი ბაქარ კოხოძე "მთავარს" უყვება რომ ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებოან.

მისი თქმით, 4 დღეა მაღალი სიცხე აქვს, თუმცა დაწესებულებაში მედიკამენტები არ აქვთ და არც ახლობლებს ეძლევათ საშუალებას მედიკამენტები შეუგზავნონ პატიმრებს.

"4 დღეა სიცხე მაქვს და სიცხე ვერ დამიწიეს. მე ხომ არ ვარ მარტო ამ დღეში. ელემენტარული ამპულის "ანალგინი" არ აქვთ. დღეს ფოსტა შემოვიდა და თავის ვაშლიან წამლიანად უკან გააბრუნეს"- ჰყვება პატიმარი.