14 იან 2020 12:18 470
ძველი სტილით ახალი წლის აღნიშვნისას, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევებიდან ხუთი თბილისში მოხდა. ყველა პაციენტი მსუბუქად დაშავდა, არც ერთის ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო.
დამწვრობის ცენტრში გვიან ღამით ოთხი პაციენტი შეიყვანეს. როგორც საქართველოს პირველ არხს ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ აცნობა, მათგან ორი ბავშვი იყო - 10 და 14 წლის, ორი კი მოზრდილი. ორივე ბავშვს და ერთ მოზრდილს მარჯვენა ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული, მეოთხე პაციენტს კი ორივე მტევნის დაზიანება აღენიშნებოდა.
გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტებს ჭრილობები ქირურგიულად ადგილზევე დაუმუშავეს და ოთხივე მათგანი ბინაზე გაეწერა.
ამასთან, პიროტექნიკით დაშავებული არც ერთი პაციენტი არ შეუყვანიათ იაშვილის კლინიკაში.