14 იან 2020 12:27 459
კანის კინოფესტივალის ჟიურის 2020 წელს ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ლი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ კინოფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი ავრცელებს.
კინოფესტივალის 73-წლიანი ისტორიის განმავლობაში ის ჟიურის პირველი შავკანიანი თავმჯდომარე იქნება.
„შოკირებული, ბედნიერი, გაკვირვებული და ამაყი ვარ“, - განაცხადა სპაიკ ლიმ.
სხვადასხვა დროს კანის კინოფესტივალზე სპაიკ ლის შვიდი ფილმის პრემიერა გაიმართა. 2018 წელს ფილმმა „შავი კუკლუქსკლანელი“ გრანპრი მოიგო. კანის კინოფესტივალი 2020 წლის 12-23 მაისს გაიმართება.