14 იან 2020 12:42 486

„ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

 

 

კლუბ ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, კლუბ „ბასიანთან 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარედგინა. ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ, მე-5 ნაწილის გ, მე-7 ნაწილის ა და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალდება 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.