14 იან 2020 14:02 852
შეგახსენებთ, მანამ სანამ პრემირად გადაიყვანდნენ გახარიას, შსს-მ ჩადგა საგუშაგო საოკუპაციო ხაზთან.
მალევე ოკუპანტმა მხარემ, გააკეთა განცხადება, რომ თუ 24 საათში საგუშაგოს არ ავიღებდით, ომი დაიწყებოდა.
გახარია გახდა პრემიერი, ომი არ დაწყებულა, გადაიკეტა გზა, ახალგორელები ყოველ დღე ამაოდ ითხოვენ დახმარებას.
საოკუპაციო ხაზთან სოფლებში მედიას და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს აღარ უშვებენ.
დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ საოკუპაციო ღობეების დამონტაჟება გრძელდება და თან ისე გრძელდება როომ ეს საგუშაგოც ოკუპირებული იქნება მალე.
ქართული საგუშაგო, რომლის გახსნამაც ამდენი უკურეაქციის ჯაჭვი მოიყოლა - მალე ოკუპანტების მიერ იქნება შემოღობილი?
რა ევალება საგუშაგოს ადგილზე, თუ იმის უფლებაც არა აქვს, ინფორმაცია მაინც გაავრცელოს, უკანონოდ ღობავენ ჩვენს ტყეებს და ჩვენც ზედ გვაყოლებენო?
დავით ქაცარავას პოსტს, უცვლელად გთავაზობთ:
"საოკუპაციო ღობეების დამონტაჟება გრძელდება!
---------------
წაღვლი-ჩორჩანის ტყე.
საბადურის ტყის შემდეგ ალბათ უკვე ყველაზე ცნობილი ტყე საქართველოში.
ტყე, რომელიც არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მაგრამ 2019 წლის 30 აგვისტოდან დღემდე გრძელდება მისი ოკუპაცია.
პროცესი ყოველდღიურია.
-------------
ატოცი, კოდა, ჭვრინისი, აბანო, წაღვლი, ჩორჩანა, ეს ის სოფლებია, რომლებიც უშუალო სიახლოვეშია დიდწილად უკვე ოკუპირებულ წაღვლი-ჩორჩანის ტყესთან. ეს ის სოფლებია, რომლებიც კოლაბორაციონისტმა მთავრობამ დაგვიკეტა როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს, ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს.
ეს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ შეიქმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ამ შემთხვევაში ავტომატურად ნიშნავს რუსებისთვის ჩვენი მიწების მიტაცებას კომფორტულ გარემოში.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენ დავაფიქსირეთ წაღვლი - ჩორჩანის ტყეში უკვე ღობეების დამონტაჟების მიმდინარე პროცესი და ეხლა იძახეთ ხელისუფლების წარმომადგენლებო რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება, რომ რუსები გაჩერებულები არიან და ჩვენ ტყუილად განგაშს ვტეხავთ.
ხო, შეგახსენებთ, რომ რუსები მიიწევენ ზუსტად იმ მიმართულებით, რომლითაც მოაქცევენ ქართულ საგუშაგოებს ახალი საოკუპაციო ხაზის შიგნით.
სავარაუდოდ, ეს მოხდება გაზაფხულზე, მანამდე კი უკვე მიტაცებულ ტერიტორიებს შეღობავენ. ჩვენი ხელისუფლება კი კვლავ შეეცდება ჩვენ განეიტრალებას,ამ ხერხებზე მოგვიანებით ვისაუბრებ.
ეხლა კი გილოცავთ ახალ წელს.