14 იან 2020 14:15 811

სუსის განცხადება, როგორ დაასწრო სუსს ინფორმაციის გავრცელება დავით ქაცარავამ?

 

ამ წუთებში, სუსმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ჩორჩანას მიმდებარედ რუსმა სამხედროებმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს!

ამ წუთებში, სუსმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ დავით ქაცარავამ, ადამიანმა, რომელსაც არ უშვებენ საოკუპაციო ხაზთან სოფლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე ადრე გაავრცელა სწორი ინფორმაცია. 

მართალია, სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მკაცრად ითხოვენ რუსი სამხედროების მიერ უკანონოდ დაწყებული ბორდერიზაციის დემონტაჟს, მაგრამ იმის თქმა ავიწყდებათ - სად ითხოვენ?

და რატომ, ან როგორ უნდა დაგასწროს დავით ქაცარავამ ინფორმაციის გავრცელება უსაფრთხოების სამსახურს?

რა ვიცით, მინისტრმა გომელაურმა განაცხადა 2008 წელს აჩუქეს ეგ მიწები და ტყეები რუსებსო და სუსი ამბობს, 2011 წლის მერე სულ უკანონო ბორდერიზაცია მიდისო - რომელი გვატყუებს?

რა გაიგებს საერთაშორისო ორგანიზაციები ამდენი ტყუილ-მართალიდან, აგერ, ჩვენ ვერ ვიგებთ, რომელი რას ამბობთ - ფაქტი არის ერთი - ოკუპაცია გრძელდება!

 

სუს-ში განმარტება: 

ეს მოქმედება განიხილება უკანონო ე.წ ბორდერიზაციის კონტექსტში და არის იმ უკანონო აქტივობების ნაწილი, რასაც “საოკუპაციო ძალები 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები, მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არაერთგზის დაფიქსირად კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს”