14 იან 2020 14:18 627

"ის არის პირდაპირ ივანიშვილის ტყვე, ჩემს დასასუტებლად დააკავეს" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

 

 

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მორის მაჩალიაკშვილის პროცესს მალხაზ მაჩალიკაშვილი აფასებს და ამბობს, რომ მისი ძმისშვილი ივანიშვილის პირადი პატიმარია.

მისი თქმით, ნათესავი იმიტომ დაუჭირეს, რომ თავად დააშინონ:

"ეს არის პოლიტიკური დევნა და ის არის პატიმარი. მეტიც, ის არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ტყვე და არის დაკავებული იმისთვის, რომ რაიმენაირად მალხაზ მაჩალიკაშვილი დაასუსტონ“

შეგახსენებთ, რომ მორის მაჩალიკაშვილი გავრილოვის ღამის შემდეგ დააპატიმრეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებით.