14 იან 2020 14:32 652

მშობლების მიერ -7 გრადუსში დატოვებული შვიდი თვის ბავშვი გაიყინა - შემთხვევა რუსეთში

 

 

რუსეთში, კერძოდ კი ხაბაროვსკის რეგიონში 7 თვის ბიჭი მშობლებმა აივანზე ხუთი საათით დატოვეს. როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, ასე მშობლები იმისთვის მოიქცნენ, რომ ბავშვს სუფთა ჰაერი ესუნთქა და ჩასძინებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი ჰიპოთერმიაა. ჰიპოთერმია ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის სხეულის ტემპერატურა 35°C-ზე ქვემოთ ეცემა. ნორმალური სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 37°C-ია.