14 იან 2020 14:52 538

მორის მაჩალიკაშვილის პროცესი ისევ გადაიდო - "რეალურად არ ჰყავთ მოწმე"

 

 

სხდომა 22 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა განუცხადა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 2 მოწმე დაიკითხა, მესამე კი არ გამოცხადდა, რის გამოც სხდომა გადაიდო.

როგორც ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, უკვე ბევრი პროცესი გადაიდო და ერთი და იგივე ხდება, რეალურად არ არის მოწმე, რომელიც მორის მაჩალიკაშვილის ბრალეულობას დაამტკიცებს.

მისივე თქმით, მორის მაჩალიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა. ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა.