14 იან 2020 15:50 655
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალანდობას გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახში შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჩხატარაშვილების ოჯახში მეკვლედ მივიდა.
„დიდი მადლობა ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახს მასპინძლობისთვის სოფელ შემოქმედში. მინდა, სრულიად საქართველოს გურიიდან მოგილოცოთ კალანდობა! მეკვლე სხვა დროს და სხვა ადგილასაც ვყოფილვარ, მაგრამ ამ დროს გურიაში პირველად ვარ. კალანდობა ერთ-ერთი იმ ტრადიციათაგანია, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. ეს და სხვა მხარეების ძლიერი ტრადიციები, მათი ერთიანობა, ქმნის საქართველოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.