14 იან 2020 16:14 643
ჟურნალისტი ნინო ჯღაკავა სოციალურ ქსელში, აქვეყნებს პატარა ნიკოლოზის ფოტოს და წერს:
"ახლა ის მითხარით მეგობრებო 8 თვის ბავშვის გულის მანკის ოპერაცია და ,,გრიჟა და კისტები არ ფინანსდება?
ზუსტად რას და როგორ აკეთებს სახელმწიფო რომ ვიცოდეთ, ჯანდაცვაში განცხადება დაწერილი ქონიათ პასუხი არაა ჯერ, გამგეობა და მერიაც თუ ეხმარება ვიცოდე, რაც დააკლდება ჩვენ შევუგროვებთ პატარა ნიკოლოზს, ოთხი შვილი ყავთ სოციალურად დაუცველები არიან და ოთხივე ბავშვს პრობლემები აქვს, მოკლედ მისახედი გვაქვს ეს ამბავი და დავდგეთ ყველა ერთად!
ამ ეტაპზე ორხევში ცხოვრობენ დროებით თავშესაფარში,რეგისტრაციაც კი ისანში სამხედრო ჰოსპიტალში აქვთ!
ისნის გამგებელი იქნებ შგვეხმიანოს!
ესეც პატარა ბუთქუნა ნიკოლოზ ბაშალეიშვილი, ხილიანის ინფექციური სავადმყოფოს რეანიმაციაშია გადაღებული, მამამისმა მომწერა უკეთ არისოო, მადლობა რომ შეწუხდითოო და დედაც შეუშვეს სანახავადო! ღმერთმა ბედნიერი ახალი წელი გაუთენოს ნიკოლოზს და თუ რამე ამ პატარასთვის იქნება საჭირო არაფერს დავიშურებთ ! ყველა ფეხზე დავდგებით!ამ კლინიკაში ფილტვების ანთებას ჩაუქრობენ, მერე სხვაგანაა გადასაყვანი,კისტები აქვს და გულის მანკი პატარას, საოპერაციაოო და ფეხზე უნდა დავდგეთ ყველაააა აუცილებლად!"