14 იან 2020 16:52 1043

"მითი, რომ ევროპა უდემოკრატიულესი და კორუფციისგან თავისუფალია, დაინგრა ..."

 

 

დღეს, ზოგი სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მელორ ვაჩნაძე, მკვლელობის მცდელობისთვის იქნა დაკავებული საფრანგეთში, თუმცა, მისი მეგობრები, ამ ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ საუბარია, დაჭრის ფაქტზე.

მელორი ერთადერთი, რასაც ითხოვს, არის საქმის დეტალების გასაჯაროება, სადაც ზუსტად გამოჩნდება ყველა დეტალი, მას იმედი აქვს, რომ საქმის გასაჯაროების შემდეგ, ცხადი გახდება მისი უდანაშაულობა.

 

სამოქალაქო აქტივისტი, ყოფილი პოლიტ. პატიმარი, გიორგი გაბედავა, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"მკვლელობა არა, როგორც ვიცით დაიჭრა ვიღაც, მელორ ვაჩნაძე ითხოვს საქმის მასალების გასაჯაროვებას, რადგან უდანაშაულოა! საქმის მასალებს თუარ გაასაჯაროვებენ, ადვილად შეუძლიათ 4 წელი "ძიებაში" ჰქონდეთ საქმე და მერე ბოდიში მოუხადონ და გაუშვან... აქციების ჩატარების როგორც ეშინიათ ევროპელებს ყველამ კარგად ვიცით, ამიტომ უნდა მოვითხოვოთ საქმის მასალების გასაჯაროვება! დაკავებული ითხოვს ამას! კორუფციის ფაქტიც სახეზეა, ციხეში სადაც ტელეფონი არ შეიძლება ჰქონდეს პატიმარს, ფულის სანაცვლოდ ინტერნეტიანი ტელეფონით ჩაერთო მელორ ვაჩნაძე, და მითი იმის შესახებ, რომ ევროპა უდემოკრატიულესი და კორუფციისგან თავისუფალია, დაინგრა ..."