14 იან 2020 17:21 659

საქართველოში პენსია უნდა იყოს 2-ჯერ, 3-ჯერ მეტი მინიმუმ

 

 

„2012 წლის შემდეგ პენსია არამხოლოდ არ გაზრდილა, არამედ ფასების გათვალისწინებით ხალხს მკვეთრად შეუმცირდა. ამას ჰქვია არა წინსწავლა, არამედ უკუსვლა. საქართველოში პენსია უნდა იყოს მინიმუმ 2-ჯერ, 3-ჯერ მეტი“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ პენსია 220 ლარამდე იზრდება. მისი თქმით, 2012 წელს იმ დროინდელი კურსით, პენსია გაცილებით მაღალი იყო.