14 იან 2020 17:28 1131
მექსიკაში მამაკაცს სასწრაფო ქირურგიული დახმარება დასჭირდა მას შემდეგ, რაც მან პოტენციის ასამაღლებლად ხარებისთვის განკუთვნილი ვიაგრა მიიღო.
მიღებიდან 3 დღის შემდეგ მამაკაცი იძულებული გახდა ექიმებისთვის მიემართა, რადგან განუწყვეტელი ერექცია ჰქონდა. ოპერაციის დეტალებს არ ასაჯაროებენ. როგორც თვითონ მამაკაცმა განაცხადა მან აბები მიიღო შეგნებულად, რათა 30 წლის შეყვარებულთან სექსით დაკავებულიყო.