14 იან 2020 19:34 972

აზერბაიჯანული მხარის სკანდალური პასუხი საქართველოს - სახელმწიფო საზღვარი დადგენილია?

აზერბაიჯანის მხარე აცხადებს რომ ერთმა კი არა, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა აიყვანა მესაზღვრე მძევლად.

ასევე, ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზრებაიჯანელი მესაზღვრეებიც ისროდნენ. 

და მთავარი - ქართული მხარე ამბობს, რომ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით.აიძულებდნენ მესაზღვრეს გადაადგილებას.

აზერბიჯანული მხარე ამბობს, რომ სახელმწიფო საზღვრისკენ მიჰყავდათ მესაზღვრე.

დადგინდა უკვე საზღვრები? ვაჩუქეთ უკვე აზრებაიჯანს ჩვენი მიწები? სწორედ ამაზე გვესაუბრებოდნენ დავით გარეჯის მაცხოვრებლები, რომლებიც დაგვიკავშირდნენ.

და რისთვის გადაუხადა გომელაურის უწყებამ აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა?

საზღვრის დაუდგენელი მონაკვეთის სახელმწიფო საზღვრად გამოცხადებისთვის? სროლისთვის? 

რა შუაშია აზერბაიჯანული მხარე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან?

რატომ დასჭირდა მას განმარტების მიცემა და იმის მოყოლა რომ თავადაც ისროდა?

ეს იყო პასუხი გომელაურისთვის, რომლის უწყებამაც თქვა, რომ მესაზღვრე მოქალაქეს მიჰყავდა საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთისკენ - ეს იყო პასუხი, სადაც წერია, რომ ეს მონაკვეთი უკვე სახელმწიფო საზღვარია და არაა სადაო და პასუხის მეორე ნაწილშიც, ტყუილად არ ახსენებენ სროლას, აზერბაიჯანის მხარე, ამით გვეუბნება, რომ სხვა დროს, თუ ამ მონაკვეთზე ისევ ვინმე გამოჩნდება, ჰაერში აღარ ისვრის, თავში ესვრის, როგორც იმ მწყემსს ესროლა!

 

აზერბაიჯანული მხარის განმარტებას გთავაზობთ უცვლელად:

"აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 14 იანვარს, 12:40 საათზე, საქართველო სასაზღვრო სამსახური დაუკავშირდა აზერბაიჯანის სასაზღვრო რაზმის „შამკირის“ მეთაურს და განუცხადა, რომ სასაზღვრო პუნქტ „კეშიკჩიგალასთან“ ახლოს, საქართველოს ტერიტორიაზე უცნობმა ადამიანმა, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია, ტყვედ აიყვანა ქართველი მესაზღვრე და სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით მიემართება. 

მიღებული ინფორმაციის შემდეგ, მივიღეთ ზომები. მითითებულ ტერიტორიაზე გაძლიერდა სასაზღვრო დაცვა და ასევე შეიქმნა წინააღმდეგობა, რათა თავიდან აგვეცილებინა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადმოსვლის მცდელობა. 

13:10 საათისთვის, აზერბაიჯანულმა მხარემ დააფიქსირა 6-7 სამხედრო ფორმაში შეიარაღებული ადამიანის გადაადგილება. 

აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ინფორმაციით, ისინი ერთმანეთში კამათობდნენ. ერთ-ერთ მათგანს ხელში იარაღი და ყუმბარა ეჭირა. რაღაც პერიოდის შემდეგ, შეიარაღებულმა პირმა ჰაერში გასროლა განახორციელა. 

მესაზღვრეებმა უმალვე მიიღეს საბრძოლო პოზიცია და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. ამის შემდეგ, ჯგუფმა მოძრაობა შეწყვიტა. ამ მომენტით ისარგებლეს ქართველმა მესაზღვრეებმა და ჯგუფის განიარაღება შეძლეს."