14 იან 2020 19:41 893

"თქვენ და ხაინდრავა სააკაშვილს ეტენებოდით, მაშინაც მლიქვნელი იყო ეს ქოცი"

 

ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

“გია ვოლსკი 2003 -2004 წლებში მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, 2004 -2006 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრის ( ხაინდრავა) მოადგილე.

ხომ წარმოგიდგენიათ რა ტიპის მონა -მლიქვნელი იქნებოდა მაშინაც ეს ქოცი. ახლა, თავის გამოსვლებში ხშირად ახსენებს ხოლმე მოძრაობა “კმარას,” გეგონება ტერორისტული მოძრაობა იყო, ან კომკავშირი, ან ცეკა ( ვოლსკი თავის დროზე ცეკას ინსტრუქტორი იყო) 

Giorgi Volski “ვარდების რევოლუციის” შემდეგ თქვენ და ხაინდრავა სააკაშვილის ხელისუფლებას რომ ეტენებოდით, “კმარას” წარმომადგენლები ისევ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს აპროტესტებდნენ საპროტესტო აქციებით. ზუსტად ასე იყო ეს”