14 იან 2020 19:54 1046
ჟურნალისტმა, გიორგი თარგამაძემ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადებაზე ტვ1-ის ეთერში ისაუბრა:
“მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმით გამოირჩევა რომ ის ძალიან სწრაფად გრძნობს მოვლენების განვითარების დინამიკას. გამოცდილი პოლიტიკოსია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის პოლიტიკური ცხოველი, მაგრამ ზომიერების შეგრძნება მისი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა, დამეთანხმებით, ხო?
არის გარკვეული პოლიტიკური მემკვიდრეობა, რომელიც მას გააჩნია, მათ შორის წარმატების ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სწორედ, შედარებით სხვებთან, უფრო რადიკალურ მიდგომებთან. ბოლოს და ბოლოს 2003 წლის რევოლუციის მაგალითი, სწორედ ამის თვალსაჩინო პრეცედენტია.
იმის შემდეგაც, მთელი რიგი მიმართულებები, სადაც მან მიაღწია წარმატებებს, უფრო მეტად დაკავშირებული იყო დანარჩენების და სხვების ინტერესების შედარებით ნაკლებად გაწევასთან.
დღესაც, როდესაც წლები გადის და გარკვეული კრიტიკული ანალიზის საშუალება ხდება, ჩვენ ვისმენთ, ხოლმე რომ თუკი რამე ვერ იქნა მიღწეული, არა იმის გამო რომ მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო, სხვა პოლიტიკური მოთამაშეებისთვის უფრო მეტი ანგარიშის გაწევა და ასე შემდეგ, არამედ კიდე ვუფორ სწრაფად და ძლიერი ხელით უნდა განხორციელებულიყო ეს ყველაფერი”