14 იან 2020 20:10 520

"ახალგორის მოსახლეობა გამოკეტილია გალიაში"

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გია ვოლსკმა ახალგორში შექმნილი ვითარება შეაფასა:

 

 

“გამოკეტილები არიან გალიაში. დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა, ადგილობრივი მმართველობა ამით აჩვენებს, რომ რაღაც გადაწყვეტილებები მათ ხელშია, თუმცა, რასაკვირველია, ამის თავი და ბოლო ოკუპაციაა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის თემა არაერთ მოხსენებაში მოხვდა და საკმაოდ მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის საოკუპაციო რეჟიმს არა მარტო ცხინვალში, არამედ აფხაზეთში”

 

შეგახსენებთ: ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს.