14 იან 2020 20:30 628

"ბრალდების მტკიცებულება 2 საათიანი ვიდეოა, არც ერთ კადრში არ ვარ"

 

მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნოდარ რუხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"ბრალდების მხარეს ჩემს წინააღმდეგ აქვს ვიდეო მტკიცებულება წარმოდგენილი.

2 საათიანი უწყვეტი ჩანაწერია.

ამ კადრებით ჩემი ბრალი უნდა დასაბუთდეს, წვრილმანი ხულიგნობა და უმისამართო გინება.

რა არის სასაცილო?

საერთოდ არ ვარ ამ კადრებში.

ჩემი დაკავების შემდეგ არის გადაღებული."