14 იან 2020 21:13 3821

"არავინ უთხრა, ქალო ალაოდ ხომ არ ხარ ლოგინის ამბები ქუჩაში რომ გაგაქვსო ?!"

ჟურნალისტი, ზაზა სვანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

 

"ქმარგაცილებული ქალბატონი - ვინმე ნინო გორგოშიძე, რომლის ოჯახური დრამითაც სამამულო მედია დაინტერსდა ბოლო კვირის განმავლობაში და რომელიც ყოფილ მეუღლეს, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს, ბრალდებების კვალდაკვალ, ამბობს რომ მისი ქმარი პორნოებს უყურებდა და მასტრუბირებდა ლეპტოპთანო...

კიდევ იმასაც წერს, ქმარი სექსის დროს სხვადასხვა პოზებს მთავაზობდაო და მეკითხებოდა, სხვასთან ხომ არ ხარ ნამყოფიო ?
ამას რომ ქალი საჯაროდ ამბობს, ეს ქმრის ძალადობის შედეგად დარღვეული ფსიქიკის ბრალი ვერ იქნება, ამ ქალბატონს ეტყობა იქამდეც უჭირდა სანამ მოძალადე კაცს ცოლად გაჰყვებოდა (ამ ეტაპზე სავარაუდოდ მოძალადეს, რომ არ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია აქვე) ეტყობა პატრონი არ ჰყავდა სპეციალისტთან რომ მიეყვანა, ან ნორმალური დაქალი არ ჰყავდა, რომ ეთქვა - ქალო ალაოდ ხომ არ ხარ ლოგინის ამბები ქუჩაში რომ გაგაქვსო ?! ის დედაკაცი, საუბრობს, საუბრობს, მაგრამ მედია რომ თეთრეულს ამ მასშტაბზე ფენს, ამას რა ჰქვია ? ბოდიშის მოხდით რომ ვიკითხო ?
კაცს, თუნდაც დამნაშავეს არ აქვს უფლებები ?
და კიდევ, არ არსებობს დედამიწაზე კაცი, (თუ საჭურისი არაა) რომ ერთხელ მაინც არ მიემართოს ხელქცვიტობისთვის, ანუ მასტრუბაციისთვის.
კონკრეტული დარგის ექიმებს ჰკითხეთ და გეტყვიან.
მასტრუბაციის აქტი, თუ საჯარო სივრცეში არ ხდება, დანაშაული არ არის, კანონით, აი ფბ-მასტურბაციის ტირაჟირება კი მართლა ცუდი საყურებელია, მე ბოდიში."