14 იან 2020 22:04 5476

აშშ-ს სკანდალური "შავი სია" - რა ელის გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურს?

 

 

საკუთარ ძაღლიშვილს, სააკაშვილს არ აპატია ამერიკამ ტერორისტებთან თანამშრომლობა და არც ივანიშვილს უხათრებს!

 

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია, შესაძლოა, თანამდებობიდან გადააყენოს. ამის მიზეზი ის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაჟინებით სთხოვს ივანიშვილს მის გაშვებას. გახარია ეჭვმიტანილია საქართველოში ირანული კომპანიების ფულის გათეთერების საქმეში, ამერიკული სანქციების გვერდის ავლით. მათ შორის არის „ირანის რევოლუციური გვარდია“, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციაა და რომელიც შექნმა ყასემ სულეიმანმა და ვიდრე ამერიკელები მას მოკლავდნენ, სათავეში ედგა ამ ორგანიზაციას. საქმე ეხება გიორგი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის პერიოდსაც, 2017 წელს და ასევე, მის შს მინისტრად ყოფნის და მისი პრემიერობის პერიოდსაც. თუმცა, ფულის გათეთრების უფრო მეტი ფაქტი, მისი ეკონომიკის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. მედიით უკვე სახელდებიან გიორგი გახარიას შემცვლელები – პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და ინფრასტრუქტურისა და რეგიონების მინისტრი,  მაია ცქიტიშვილი. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, „ალიას“ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული წყარო ესაუბრა. მისივე თხოვნით, მის ვინაობას კონფიდენციალურად ვტოვებთ. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობაზე თავს ვერ ვდებთ, რადგან მათი გადამოწმება, პრაქტიკულად, შეუძლებელია და ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება. თუმცა, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, უცვლელად გთავაზობთ:

 

„ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენელთა „შავ სიებს“ ადგენს, რომლის გაგზავნასაც ამერიკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აპირებს, რათა მათ გარკვეული სანქციები დაუწესონ ამ სიის „ბინადართ“. ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ მომხრეებს სასაცილოდ არ ჰყოფნით ეს სია. მეც მათ შორის. ვატყობ, საქმე იქითკენ მიდის, რომ ეს „შავი სია“ სანატრელი გაუხდებათ ბიძინა ივანიშვილსა და მისი გუნდის წევრებს. უკვე საკმაო ხანია გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას კავშირი ჰქონდა საეჭვო წარმოშობის ირანულ ფულთან, საეჭვო ირანელ ბიზნესმენებთან და მათ ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა. ამ საქმის შესახებ ახალი, მე ვიტყოდი, სკანდალური ინფორმაციები გამაჩნია. ამ თემაზე წერდა ამერიკელი პოლიტიკური ექსპერტი და კონსულტანტი, ქრისტინა პიშოუც: ` საქართველო ხვრელებს უტოვებს ირანის რევოლუციურ გვარდიას – ტერორისტულ ორგანიზაციას – საქართველოში ფულის გასათეთრებლად, სანქციებისგან თავის ასარიდებლად და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე წვდომისთვის~. თუმცა ჩემი ინფორმაციით, ამერიკის დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია ათეთერებდა იმ ბიზნესმენების ფულს, რომლებიც ირანულ, ერაყულ, სირიულ ტერორისტულ ორგანიზაციებს აფინანსებდნენ. სწორედ ამ, უკვე გათეთრებული ფულით აფინასებდნენ, საბანკო გადარიცხვების მეშვეობით, რადგან ქეში ფულის მოძრაობა სახიფათა და მისი მიწოდება ადრესატებამდე ძალიან რთულია. ფულს სწორედ ამ მიზეზით ათეთრებდნენ, რომ ტერორისტული მიზნებისთვის გამოეყენებინათ. დასტურდება, რომ დაფინანსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის არის „ირანის ეროვნული გვარდია“, რომელსაც ყასემ სულეიმანი ხელმძღვანელობდა. ამ ტერორისტულმა ორგანიზაციამ მოაწყო ტერორისტული აქტი ერაყში, ბაღდადში ამერიკის საელჩოზე. კიდევ არა ერთი ტერორისტული აქტი უკავშირდება მის სახელს ევროპაში, რომელთა დროსაც უამრავი ადამიანი დაიღუპა. ასევე, ფინეთში, შვედეთსა და ბრიუსელში ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა დააკავეს ტერორისტები, რომლებიც ამერიკის საელჩოს შენობების აფეთქებას აპირებდნენ და ეს ხალხი სულეიმანის დაკვეთითა და გეგმით  მოქმედებდნენ. ეს ინფორმაცია ამერიკულმა მხარემ ბიძინა ივანიშვილს მიაწოდა. მათ ივანიშვილისთვის არ მოუთხოვნიათ გიორგი გახარიას გადაყენება, მაგრამ ვფიქრობ, ნათელია ამ მესიჯის შემდეგ, ივანიშვილი როგორ უნდა მოიქცეს. ფულის გათეთრებაში ეხმარებოდე საერთაშორისო ტერორისტებს, მერე ეს ფული მიდიოდეს ტერორისტებამდე და ისინი ამერიკის და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების წინააღდეგ ტერაქტებს აწყობდნენ და ამზადებდნენ, ამას ამერიკა და ევროპის ქვეყნები არავის აპატიებენ. მე საფუძვლიანი ვარაუდი მაქვს, რომ ფულის გათეთრების ამ სქემაში ქართული ბანკებიც იყვნენ ჩართულები, სხვაგვარად ეს არ მოხდებოდა. ირანიდან შემოდიოდა დიდი ოდენობით ქეში ფული და მას ტერორისტებთან დაკავშირებული პირები, ბანკებში ინახავდნენ. არეგისტრირებდნენ იურიდიულ სამეწარმეო ფირმებს და მათ ანგარიშზე შეჰქონდათ ეს ფული. ვითომ ბიზნესი უნდა დაეწყოთ საქართველოში. იმიტომ იყო გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრობისას რომ ტრაბახობდა, ირანელი ინვესტორების რაოდენობა განუხრელად იზრდებაო. ამ დარეგისტრირებულ იურიდიულ ფირმებს ის ბიზნესს ეძახდა, ტერორისტების ფულის გამთეთრებლებს კი – ინვესტორებს. რეალურად, მათგან მხოლოდ 10% იყო ინვესტორი. ჩვენ ვლაპარაკობთ ათეულობით მილიარდი  დოლარის გათეთრებაზე, რომელიც ტერორიზმს ხმარდებოდა, რომელიც ამერიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაინტერესებს, სად იყო ამ დროს ფინანსური მონიტორინგის სამსახური? ათეულობით მილიონი დოლარი რომ შეჰქონდათ ბანკებში და ეს ფიქსირდებოდა, ამ ფულის პატრონ ირანელებს არ სთხოვნენ ფულის წარმომავლობის კანონიერიების დადასტურებას? ეს ბანკებსაც მოეთხოვებათ, მაგრამ ეს სამსახური იმიტომ შეიქმნა, რომ ბანკებს არ ენდობა სახელმწიფო და საეჭვო ფულის ნაკადი თავად აკონტროლოს. ცხადია, ამდენ ფულს ისე ვერ გაათეთრებ, ხელისუფლების უმაღლეს სტრუქტურებში თუ არ გადაანაწილე ქრთამად. გიორგი გახარია, იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა, ამ ე.წ. ინვესტორების უკან ტერორისტებთან დაკავშირებული ხალხი იდგა თუ არა (რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია), უკვე ეჭვმიტანილია. მაშინ, 2017 წელს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვლი იყო, ფინანსთა მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და მამუკა ბახტაძე იყვნენ, გამორიცხულია ამ მაქინაციების შესახებ არ სცოდნოდა სუს–ს და ვახტან გომელაურიც ეჭვმიუტანილთა სიაშია. დაბოლოს, ბიძინა ივანიშვილი, რომლის გარეშეც, მილიარდებს კი არა, რამდენიმე მილიონს ვერ გაათეთრებ საქართველოში, რადგან ფინანსურ ნაკადებს სწორედ ივანიშვილი აკონტროლებს ფინანსთა სამინისტროს. ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და სუს–ის მეშვეობით. ლოგიკურად, თუ გიორგი გახარიას დაუმტკიცდა, რომ ის ტერორისტებს ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა, თან 3 წლის მანძილზე, გაუთეთრა ათეულობით მილიარდი დოლარი და ეს ივანიშვილმა არ იცოდა, ვინც ამას დაიჯერებს, ის, უბრალოდ, კრეტინია. ლოგიკურად მივდივართ იქამდე, რომ ან დანაშაულებრივი სქემის სათავეში ბიძინა ივანიშვილი იდგა. აქედან გამომდინარე, ველოდები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ, „შავ სიას“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები იქნებიან, მათ შორის, უჩინო ბიძინა ივანიშვილი იქნება სიის სათავეში.

 

რაც მოგახსენეთ, ამის შესახებ, ცხადია, დეტალური ინფორმაცია აქვს ივანიშვილს და ის თავის გადარჩენას გიორგი გახარიას მოშორებით აპირებს, სურს მას შეაწმინდოს ხელები, ვითომ თვითონ არაფერი იცოდა ტერორისტების, მათ შორის, ყადემ სულეიმანის ტერორისტული ორგანიზაციის „ირანის რევოლუციური გვარდიის“ ფულის გათეთრების შესახებ. ცხადია, ის სხვებსაც გასწირავს, ოღონდ თვითონ გადარჩეს. თუმცა, მეეჭვება ეს მოახერხოს. გიორგი გახარიას და სხვებს თუ ტერორისტთა მხარდაჭერა დაუმტკიცდებათ, ცხადია, ალაპარაკდებიან და ბიძინა ივანიშვილსაც ახსენებენ. ივანიშვილთან დაახლოებული ხალხი ამბობს, რომ მას დანა პირს არ უხსნის და ყველაზე ნაკლებად დღეს რაზედაც ფიქრობს, ეს პოლიტიკაა. მას თავის გადარჩენა უნდა და ეძებს გადასარჩენ გზებს. თუ ეს ვერ მოახერხა, თუ დადასტურდა, რომ ამ დანაშაულებების სათავეში ის იყო და ტერორისტული „შავი ფულიდან“ მასთან მიდიოდა წილი, ციხეს და პატიმრობას თავი რომ დავანებოთ, უკეთეს შემთხვევაში, მას ისეთ სანქციებს დაუწესებენ ამერიკა და ევროპა, მისი ხელისუფლება ხომ დასრულდება და გასაქცევი რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის გარდა არსად ექნება. ესეც, თუ გაასწრო, იმ შემთხვევაში. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ბევრი რამ აპატია ამერიკამ, მაგრამ არ აპატია კოლუმბიურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ფარკისთვის“ უკრაინული იარაღის მიყიდვა. თან ეს უკრაინული იარაღი, ამერიკული ფულით იყო შეძენილი, იმ დახმარებით, რომელსაც ამერიკა მიზნობრივად უწევდა საქართველოს. სააკაშვილის ხელისუფლება „ფარკის“ იარაღს ცნობილი რუსი იარაღით მოვაჭრე, ვიქტორ ბუტის მეშვეობით აწვდიდა. ბუტს ამერიკაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. „ფარკი“ თავის მხრივ ამ იარაღს აწვდიდა „თალიბანს“ და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს, აგზავნიდა ირანში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ფარკი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. მოგვიანებით, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, „ფარკი“ ნაყიდ იარაღსა და ტყვია-წამალს ამერიკელი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. ორგანიზაციის წევრები მასობრივად ხვრეტენ შეერთებული შტატების მოქალაქეებს. აი, ამის შემდეგ დასრულდა სააკაშვილის ხელისუფლება, ტერორისტებთან თანამშრომლობა არ აპატიეს. ეს ამბავი გასკდა 2010 წელს. გავრცელებული ინფორმაციით, „ფარკისთვის“ იარაღის მიწოდებას უშუალოდ თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი, დავით კეზერაშვილი აწარმოებდა და აკონტროლებდა. ვიქტორ ბუტთან დავით კეზერაშვილის ახლო კავშირსა და პარტნიორობაზე ჯერ კიდევ 2010 წლიდან აქტიურად იწერებოდა და "ალია" იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც სკანდალური დოკუმენტები გამოქვეყნდა. იმ სქემის მიხედვით, რომლითაც, მედიის ინფორმაციით, კეზერაშვილი მოქმედებდა, ის უკრაინაში შეძენილი იარაღის მიყიდვას ვიქტორ ბუტზე ახორციელებდა, რომელიც ამ იარაღს, თავის მხრივ, „ალ ქაიდას“ და „თალიბანს“ აწვდიდა. ამის პარალელურად, უცხოური მედიის წყაროების ცნობით, კეზერაშვილი ურთიერთობას „ფარკთანაც“ ამყარებს. საკუთარ ძაღლიშვილს, სააკაშვილს არ აპატია ამერიკამ ტერორისტებთან თანამშრომლობა და არც ივანიშვილს უხათრებს“ – განუცხადა „ალიას“ წყარომ.

მისი თქმით, გიორგი გახარიას შემცვლელს ნამდვილად ეძებს ბიძინა ივანიშვილი, ვინც თავში ჩამოვთვალე, მათ გარდა განიხილება სუს–ის ამჟამინდელი უფროსის, გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურაც, თუმცა, მნიშვნელობა ნაკლებად ექნება, ვინ დაიკავებს პრემიერის სავარძელს.

„მაია ცქიტიშვილი, მიხეილ ჩხენკელი, გიორგი ლილუაშვილი და აჩიკო თალაკვაძე, ამ ოთხ ადამიანზეა ლაპარაკი, რომ მათგან ერთ–ერთი შეცვლის გახარიას. თუმცა, ეს უკვე უმნიშვნელოა. ვინც არ უნდა დაიკავოს გახარიას ადგილი, ის მაინც ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი იქნება. ვერც ერთმა პრემიერმა ვერაფრის შეცვლა ვერ შესძლო ქვეყანაში, რადგან არც ერთი არ იყო დამოუკიდებელი და არც ახალი პრემიერი იქნება ასეთი. ყველა მნიშვნელოვან  საკითხს ივანიშვილი წყვეტს. თუ არ გადააყენა გახარია, ეს რისი მანიშნებელი იქნება? ეს იქნება დასტური, რომ ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ უარი თქვა დასავლეთზე, ამერიკასა და ევროპაზე, საბოლოოდ ჩამოეკიდა რუსეთს და იქცა ისეთ რეჟიმად, რომელიც თანამშრომლობს ტერორისტებთან. არც ამას გამოვრიცხავ, ივანიშვილისგან არაფერი გამიკვირდება. თუ რუსეთმა მას მისცა გარანტიები, რომ ტერორისტებთან თანამშრომლობის, მათი ფულის გათეთრების ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში დაეხმარება, ციხეს აარიდებს, გარკვეულ გარანტიებს მისცემს. ივანიშვილი გადადგამს ამ ნაბიჯს. ეს საქართველოს მოუტანს უზარმაზარ ზიანს, ივანიშვილის ხელისუფლება კი მხოლოდ რამდენიმე დღეს გაძლებს. ამერიკა ღალატს არავის პატიობს, არავის პატიობს იმ ტერორისტებთან თანამშრომლობას, რომელთაც უამრავი ამერიკელის სიცოცხლე შეიწირეს“, – უთხრა „ალიას“ წყარომ.

 

ლევან ჯავახიშვილი

ალია, №1