14 იან 2020 22:30 1215

მალე ონკოპაციენტებისთვის ე.წ. "ქიმია" დეფიციტი გახდება?!

 

ახალი წელი დაიწყო იმით, რაზეც მაშინ ვწერდით, როცა დავით სერგეენკო თანამდებობიდან წავიდა. სწორედ „ალიამ“ დაწერა პირველად, რომ 2020 წელს, ცე ჰეპატიტის პროგრამა აღარ გაგრძელდებოდა და მაშინ ამ სფეროს ექსპერტებმა ჯვარზე გაგვაკრეს, აქაოდა, ამერიკული პროგრამაა, ფული და წამლები უკვე გადმორიცხულია, საქართველოს ვინ კითხავსო. აგერ ბატონებო, ჩვენი წყაროს ინფორმაცია გამართლდა და მიზეზი, რომელიც მაშინ დავასახელეთ, ასი პროცენტით აცხადდა. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ძალიან მალე, დეფიციტი გახდება სიმსივნით დაავადებულთათვის გადასასხმელი წამალი, ე.წ. „ქიმია“, რადგან... კონკრეტული პირების ინტერესის გამო, ამ პრეპარატის შემომტანებს, საბაჟოზე რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების წამალი გაუჩერეს, ახალ შემომტანს კი იგივე ხარისხი ვერ შემოაქვს, შემოაქვს უხარისხო წამალი, რომელიც სიმსივნით დაავადებულებს არ სურთ და მართალია, ჯერჯერობით „ჭიდაობა“ მხოლოდ ექიმების დონეზე მიდის, მაგრამ მალე ხმაური აუცილებლად ატყდება და მერე ხელისუფლებას იმის ახსნა მოუწევს, რატომ არის მეოთხე თვეა მილიონობით ღირებულების კარგი წარმოების პრეპარატები დაპატიმრებული.

 

ანი დვალიშვილი

 

ალია №1