15 იან 2020 00:19 1465
მიხელ სააკაშვილმა, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა მივმართო სრულიად საიდუმლოდ. მართალი ხართ, გავრილოვის ღამე მე მოვაწყე. გავრილოვი მე ჩამოვიყვანე ჩემი ძველი ძმაკაცი და აგენტია. ქუცნაშვილი ჩვენი ნაციონალური მოძრაობის წევრია, გახარია ჩემს ბრძანებებს ასრულებდა, როდესაც არბევდა მიტინგებს. ივანიშვილი ჯიბეში მიზის რადგან, მე ხომ 19 მილიარდი მაქვს და ივანიშვილს მხოლოდ 5. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტრამპთან და პუტინთან შეთანხმებული იყო. რავიცი, ახლა ძმებო როგორ ვქნათ? თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად თუ მე ჩამოგაკითხოთ მანდ და დავილაპარაკოთ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში“
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შს სამინისტრო შეისწავლის. სააკაშვილმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც, და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებულ იქნა“.