15 იან 2020 01:06 601
თელავში, სოფელ ვანთაში, ახალგაზრდა ქალი, რომელიც 21 კვირის ორსული იყო გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 30 წლის ქალს, რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი სიცხეები ჰქონდა. სავარაუდოდ მისი გარდაცვალების მიზეზი ვირუსული ინფექცია გახდა.
ცხედარს ექსპერტიზა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექპერტიზის, გურჯაანის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.
შსს-ში "ალიას" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.