15 იან 2020 01:22 1050
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუთი გურულებთან ერთად, გურიაში მღერის!
ნიკა გვარამია სოციალური ქსელით, ამ ვიდეოს ეხმაურება:
"სიმღერა აახლოვებს.
ამჯერად ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელისაბედ რუთიც კი ჩაიყვანა შორეულ გურიაში, კორუფციით და კრონიზმით ცნობილ ქოცდეპუტატ ოდიშარიასთან, ბიძინას „ლიჩნი” მომღერალ ერქომაიშვილთან (პირადად რომ გამოაგდებინა ახალ ხელისუფლებას გენიოსი უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრიდან) და სხვა წვრილწვრილ ქოცებთან ერთად პოლიფონიის შესაკრავად. იმ გურიაში, კინაღამ რომ ჩაქოლეს დამხვედრმა გურულებმა ჩასული დელეგაცია, შიმშილით ვკვდებით და რა კალანდა 2020-ის საზეიმოდ ჩამოხვედით თქვენი ჯიპების ესკორტებითო.
აი, მაგალითად ჩვენთან, სასწაულებრივად უმოკლეს ვადაში გახსნილ მთავარ ოპოზიციურ არხზე, იმავე ქალაქში რომ მდებარეობს, სადაც ამერიკის საელჩო, არასდროს მოსულა ქალბატონი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ალბათ იმიტომ, რომ კარგად ვერ ვმღერით. მით უმეტეს, გურულ პოლიფონიას – ნამეტნავად რთულია“