15 იან 2020 01:34 642

გრიპის ვირუსით გარდაცვლილ ქალს ტყუპი შვილები დარჩა

თელავში, სოფელ ვანთაში ორსული ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.


გარდაცვლილი ორსული ქალი, 31 წლის ვიკა ლიუბომივი იყო.მას სამი წლის ტყუპი დარჩა. გარდაცვლილი ქალი დედამთილმა ნახა.


ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.