15 იან 2020 01:45 955

რას ჰყვება ადვოკატი, რომელმაც დეკანოზი ციხეში მოინახულა?

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია სოციალურ ქსელში, წერს:

 

 

"დღეს ციხეში ვნახე დეკანოზი...
მთელი საღამოა ვფიქრობ დამეწერა თუ არა... და ბოლოს ერთი საფუძვლით გადავწყვიტე დაწერა...
ეს ადამიანი დღითიდღე #კვდება!
არ ვუტრირებ, დიახ ხელ-ფეხ გაჩერებული დეკანოზი დღითიდღე კვდება ფიზიკურად და ის ასევე განადგურებულია ფსიქოლოგიურად...
ამ ყველაფერს  უნდა თუ არ უნდა, ჩვენი საზოგადოება მაინც უშვებს... და ასევე უშვებს ყველა ის სასულიერო პირი, ვინც ეკლესიის ნაწილია და ფიქრობს რომ ღმერთს ემსახურებიან...
ეს სტატუსი დავწერე იმიტომ რომ ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ეს ადამიანი, მაგრამ  ფატალური შედეგით რომ დასრულდეს ეს ისტორია მერე არ გინდათ რა ვაი ვიში..."