15 იან 2020 02:23 10965

რა უთხრა 7 წლის ბავშვმა მაჩალიკაშვილზე მამა ნექტარიოს მჭედლიძეს?

მამა ნექტარიოს მჭედლიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"ყველაზე დიდი ტკივილი და სიხარულია მშობლებისთვის შვილი 😢😢😢😢

დღეს რუსთაველზე გავასეირნე ბავშვები, 7 წლის ბავშვი მეუბნება მამაო ეხლა ჩვენ მიუახლოვდებით აქციების ადგილს (პარლამენტის ტერიტორია იგულისხმა) იქ არის ერთი კაცი რომელსაც შვილი მოუკლეს და დამნაშავეს ეძებსო, მივიდნენო და კარავი დაანგრიესო ამ კაცისო და ატრაქციონები დადგესო ეხლა ისე გავიაროთო არც გავჩერდეთო არც არაფერი ვიყიდოთ იმ ადგილასო, პირველად ავარიდე სახეც და პასუხიც ბავშვს თუმცა სიხარულით და სიამაყით მეგონა ავიწეოდი ჰაერში, არ ველოდი ბავშვისგან ამ ყველაფერს, ღმერთმა გააძლეროს ბნ მალხაზ მაჩალიკაშვილი მძიმე და მტკივნეულია შვილი😢😢😢😢"