15 იან 2020 17:07 990
განათლების მინისტრმა რაფი პერეცმა განაცხადა, რომ ერთსქესიათა ქორწინება არაბუნებრივი მოვლენაა. ისრაელის განათლების მინისტრი ანტი LGBTQ გამოსვლებით აქამდეც გამოირჩეოდა. მისი მრიდან გეი კონვერტაციის თერაპიის მომხრეობას BBC-მ სტატიაც მიუძღვნა.
რაბინის მოედანზე მინისტრის სიტყვების გასაპროტესტებლად ათასობით სკოლის მოსწავლე გამოვიდა. ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც 16 წლისაა განაცხადა, რომ ისინი საკუთარ მომავალზე ფიქრობენ. „მინისტრები და პოლიტიკოსები, რომლებსაც ჩენი ქვეყნის მართვა ევალებათ, ვალდებულები არიან იყვნენ სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლები. მათ არ შეუძლიათ თქვან რა არის ნორმალური, მათ არ შეუძლიათ გათელონ ადამიანების გრძნობები და ფიქრები“ - განაცხადა აქციის მონაწილემ, ჰილა კორენმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში შემდეგი სიტყვები თქვა: „მადლობა ღმერთს, რომ ჩემი შვილები ბუნებრივად და ჯანმრთელად იზრდებიან. ისინი ებრაულ ღირებულებებზე დაყრდნობით აშენებენ ოჯახებს. ჩვენ არ გვრცხვენია რომ ვცხოვრობთ ბუნებრივად.“