15 იან 2020 17:22 738
მსახიობი გია როინიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
„იმ დღეს მარჯანიშვილის თეატრში ჩემი შვილის სპექტაკლზე ვიყავი. დაწყებამდე ცხადდება, გამორთეთ ტელეფონები და თეატრის სპონსორები. და ამის შემდეგ უცებ ხმა აცხადებს - თქვენ იმყოფებით საქართველოში, სადაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მაგრად მომეწონა. ასე ცხადდება ყველა სპექტაკლის წინ თურმე. სხვაგან - არა. ყველგან უნდა ცხადდებოდეს“