15 იან 2020 17:24 658
სამეგრელოში იგეგემება აჯიკის სახლის მოწყობა, სადაც ტურისტები და სხვა დაინტერესებული პირები თავად მოამზადებენ აჯიკას. ამასთან, ადგილზე მათ სხვადასხვა მეგრული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.
„სამეგრელოში გასტრო-ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება განვავითაროთ აჯიკის სახლის მოწყობით და ასევე სხვადასხვა პროექტით, მაგალითად, „სტუმრად ბებოსთან“, თავგადასავლები მწყემსებთან„... ეს ნიშნავს იმას, რომ მიდიხარ სოფელში, რომელიმე ოჯახში და ღებულობ მისგან უნიკალურ სტუმარ-მასპინძლობას და განსაკუთრებულ მეგრულ კერძებს აგემოვნებ. ასევე, მნიშვნელოვანია განხორციელდეს ადგილობრივ მწარმოებლებთან ვიზიტები“, - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცის ხელმძღვანელმა ლევან წულაიამ.