15 იან 2020 17:33 816
მონაზვნები, მერი მარგარეტი და ლანა წლობით მოღვაწეობდნენ კალიფორნიაში მდებარე კათოლიკურ სკოლაში.
ამ ხნის მანძილზე, ისინი ხშირად, ჩუმად იღებდნენ ფულს სკოლის ფონდიდან და მიდიოდნენ ლას ვეგასის კაზინოებში სათამაშოდ.
ლოს ანჯელესის პოლიციის უფროსმა, ადრიან ალარკონმა, აუდიტის დასკვნის შედეგად განაცხადა, რომ ათწლეულების მანძილზე მერის და ლანას მოპარული ჰქონდათ 500,000 დოლარზე მეტი.
მონაზვნებმა ბრალი აღიარეს, ბოდიში მოიხადეს და პირობა დადეს, რომ ითანამშრომლებდნენ გამოძიებასთან და აუცილებლად დააბრუნებდნენ გატანილ თანხას. მათ ასევე, შენდობაც ითხოვეს.