15 იან 2020 23:53 1196

"ააშენეთ დიდი ოჯახისთვის ერთი დიდი ციხე და ზურიკო დანიშნეთ დირექტორად"

ზაზა სარალიძე აქვეყნებს კალანდიას ადვოკატის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ "კალანდია საპყრობილეში მსხვერპლადაა განწესებული", იქვე აქვეყნებს დათუნას და ლევანის ფოტოს წარწერით - ესენი ვინ არიან? და წერს:

 

"დიტო ბიძია!!!
გავითვალისწინე თქვენი რჩევა და დავესწარი თქვენი დისშვილის პროცესს!!!
ახლა ჩემ რჩევას მოუსმინე!!!
ადექი და ერთი დიდი ე.წ. პენიტენციური დაწესებულება ააშენე სადმე, მიწის ნაკვეთს გაჩუქებ იმ ერთერთი მიწის ნაკვეთებიდან, სადაც დათუჩას უყვარდა სიარული, ააშენე და გაითვალისწინე მთელი თქვენი დიდი ოჯახი, გამოგადგებათ!!!
პ.ს. ზურიკო ბიძია დირექტორად დაინიშნეთ, უკეთესად გიპატრონებთ!!!"