16 იან 2020 00:29 1436

პრეზიდენტი, დაცვის გარეშე, ფეხით, ხელში სადილით

ფოტოზე ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ყოველდღიური სანახაობაა აღბეჭდილი. ჭაღარა მამაკაცს ზურგჩანთა აქვს მორგებული, ხელში სადილი უჭირავს და სამსახურში მიდის. 

თითქოს არაფერია უჩვეულო, მაგრამ საქმე ისაა, რომ მამაკაცი ავსტრიის პრეზიდენტი, 75 წლის ვან დერ ბელენია.

შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შეამჩნევთ, რომ ის ესკორტის თანხლებით არ მიდის. ქუჩებს არავინ კეტავს, გამვლელებს არავინ უზღუდავს მოძრაობას. ის მიდის ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად, ადამიანების ნაკადთან ერთად, მშვიდად და შეუმჩნევლად, ისე, როგორც რიგითი მოქალაქე.

ავსტრიის პრეზიდენტი მეტროშიც არაერთხელ დაუფიქსირებიათ. რამდენიმე თვის წინ ვენის სატრანსპორტო კომპანიამ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ მგზავრობს ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი ვენის მეტროში. 

ფოტოზე ასახულია, როგორ დგას ვან დერ ბელენი მატარებელში და დოკუმენტებს ეცნობა.

"მომენტი, როდესაც გამოსვლის ტექსტში შეცდომით დასმულ მძიმეს იპოვი", - აწერს ფოტოს ვენის სატრანსპორტო კომპანია.

ეს იმ ქვეყნის პრეზიდენტია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენს $44.498, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი $386.752.000.000.

ყველა პრეზიდენტი ვან დერ ბელენის მსგავსად  რომ ცხოვრობდეს, დედამიწაზე ალბათ ბევრად უფრო საინტერესო  იქნებოდა ცხოვრება

2020news.ge