16 იან 2020 10:20 839

ავარიას თბილისში ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

 

 

 

თბილისში, ვაშლიჯვრის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 20 წლამდე ახალგაზრდა ბიჭი.

როგორც ირკვევა, ის ერთ-ერთია იმ სამი თანატოლისგან, რომლებიც ერთ ავტომობილში ისხდნენ. მეორე მანქანაში კი ახალგაზრდა ქალი და კაცი იყო.

ოთხივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.