16 იან 2020 10:31 526
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახალ კვლევას აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 53% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 19% მიიჩნევს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 24%-ის აზრით ქვეყანა არ ვითარდება.
რაც შეეხება ქვეყანაში დემოკრატიის არსებობს, 59% ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, 33%-ის აზრით დემოკრატია ქვეყანაში არსებობს. ხოლო 8%-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.