16 იან 2020 10:36 626

გამოკითხულთა 59%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის - NDI

 

 

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევა სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ქვეყნის განვითარების მიმართულებას, ინსტიტუტების მუშაობის შეფასებას და პოლიტიკური ლიდერების მოღვაწეობის შეფასებას.


გამოკითხული მოსახლეობის 59% ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, 33%-ის აზრით დემოკრატია ქვეყანაში არსებობს. ხოლო 8%-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.