16 იან 2020 10:44 866
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2019 წლის სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით პოლიტიკური პატიების რეიტინგებია:
"ქართული ოცნება" - 19%
"ნაციონალური მოძრაობა" - 13%
"ევროპული საქართველო" - 7%
"ლეიბორისტული პარტია" - 6%.
ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს ოპოზიცია "ქართულ ოცნება" დიდი განსხვავებით მოუგებდა.
დღეს პოლიტიკურთან ერთად საზოგადოებრივი ნაწილიც გასაჯაროვდება და ცნობილი იქნება თუ როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.