16 იან 2020 10:47 594

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 64% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს

 

 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა დიდი ნაწილი მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ ცუდად, 30% პასუხობს, რომ კარგად, ხოლო 5%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.