16 იან 2020 11:00 1008

"მეფე რომ შიშველია და ვერავინ ვერ ეუბნება, ასეა ივანიშვილი უკვე..."

 

 

დეპუტატი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება კრიტიკული ანგარიშების მიმართ არასერიოზულია. კაპანაძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ვერც ერთი წევრი ვერ ბედავს პარტიის ლიდერს შეეწინააღმდეგოს და ისინი ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე ყურადღებას არ ამახვილებენ. 

"ესეთი ტიპის კრიტიკული მოხსენებები როგორც წესი ბრალდება ხოლმე ოპოზიციას ან სამოქალაქო საზოგადოებას. აღმოჩნდა, რომ თურმე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები იმხელა რესურსს ფლობენ, რომ მათ შეცდომაში შეჰყავთ, არა მარტო  Human Rights Watch-ი, Amnisty International-ი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპარლამენტარები, კონგრესმენები, აღარავინ აღარ დარჩა ვინც არ მოვატყუეთ...ეს ხომ ზღაპარია. ანდერსენის ზღაპარი, აი მეფე, რომ შიშველია და არავინ რომ არ ეუბნება, რომ მეფე შიშველია, სანამ ბოლოს ერთი ბავშვი არ იყვირებს, რომ მეფე შიშველია. აი ზუსტად ამ მდგომარეობაში არიან უკვე. ივანიშვილს ვერავინ ვერ უბედავს უთხრას, რა პრობლემებია ქვეყანაში, და იძახიან რა ლამაზი რაღაც გაცვიაო. მეამბოხე მაჟორიტარი უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში. ყველა მიმართულებით დემოკრატიის თვალსაზრისით არის უკუსვლა. 20 ივნისის მოვლენებმა გამოიწვია დევნა, მედიაზე ზეწოლა და ბევრი სხვა რამ. რასაც რუსეთში ახლა ხდება, აქ, საქართველოში უკვე მოხვდა. პუტინი ცდილობს, რომ ფორმალური მმართველი გახდა, ივანიშვილი კი, უკვე არის", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.