16 იან 2020 11:28 790
ქობულეთში, გუშინ, "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას" ფილიალში თავდასხმა მოხდა. როგორც TV25.GE-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა თავდამსხმელი შენობაში შეიჭრა და დაცვის თანამშრომელი დააბა, რის შემდეგაც მან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხა.
ფაქტს ადასტურებს კომპანიის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ვახტანგ ბერიშვილის თქმით, დაზიანებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, თუმცა იგი ვერ აკონკრეტებს წაიღო თუ არა თავდამსხმელმა თანხა. მისი თქმით, ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს