16 იან 2020 12:02 953
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) გამოკითხვით, მოსახლეობა “მთავარ არხს” უფრო ენდობა, ვიდრე - “რუსთავი 2“-ს. NDI-ის მონაცემებით, “მთავარ არხს” 18% ენდობა, მაშინ როცა “რუსთავი 2-ის” ნდობის მაჩვენებელი 12%-ია. 2019 წლის აპრილში ანუ სანამ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდებოდა, მისი ნდობის მაჩვენებელი 28% იყო.
ტელევიზიების ნდობის რეიტინგში 30%-ით ლიდერობს “იმედი”. აღნიშნული ტელეარხი ლიდერობდა 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის დროსაც. რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხს”, მას უსწრებს “იმედი”, “მთავარი არხი”, “რუსთავი 2”, ტვ “პირველი”. “პირველ არხს” კვლევის მიხედვით 3% ენდობა. მსგავსი მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანულ ტელეარხ “აზ ტვ-საც”.