16 იან 2020 12:18 588
NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, კითხვაზე, „როგორ შეაფასებთ პარლამენტის გადაწყვეტილებას, არ დაუჭიროს მხარი არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას“, გამოკითხულთა 59 პროცენტიდან, ვისაც ამის შესახებ სმენია, 70 პროცენტი აფასებს უარყოფითად, 16 პროცენტი აფასებს დადებითად, 11 პროცენტს პასუხი არ აქვს, 2 პროცენტი თავს იკავებს პასუხისგან.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.