16 იან 2020 12:34 886

"ივანიშვილს ხელისუფლებაში დარჩენის მხოლოდ ერთი შესაძლებლობა აქვს - არჩევნების ტოტალური გაყალბება!"

 

 

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს:

"NDI-ს ბოლო კვლევით ხელისუფლების რეიტინგი ორჯერ ჩამოუვარდება ოპოზიციის რეიტინგს. შესაბამისად, ივანიშვილს ხელისუფლებაში დარჩენის მხოლოდ ერთი შესაძლებლობა აქვს - არჩევნების ტოტალური გაყალბება!
შესაბამისად ჩნდება  კითხვა, გააყალბებს თუ არა ივანიშვილი არჩევნებს?
დიახ!
უამრავ ბოროტებასთან ერთად, 20 ივნისის ავტორი და მსოფლიო თაღლითი, საკუთარი თავის გადასარჩენად წავა ყველაფერზე, მათ შორის არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე!
ჩვენი, გაერთიანებული საზოგადოების, ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს არჩევნების ჩატარება კრიმინალი ჟვანია-გახარია-ივანიშვილის ჩარევის გარეშე, ობიექტური მსაჯულის პირობებში.
ამ შემთხვევაში გარდაუვლად აღსრულდება ხალხის ნება და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები მიიღებს შეუქცევად ხასიათს.
წარმატებები ქართველ ხალხს!
მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული!"