16 იან 2020 16:48 2395

ორივე და მამაზე იყო შეყვარებული და ეჭვიანობდნენ, ერთი ქალიშვილი ცოლად მოიყვანა მამამ

 

 

აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელიც საკუთარ შვილთან სექსუალური ურთიერთობით იყო დაკავებული. 40 წლის ტრევის ფილდგროუს , რომელმაც აღიარა თავის ქალიშვლთან რომანტიკულ ურთიერთობაში ყოფნა, ინცესტის ბრალდებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ წერს ბრიტანული მედია

გავრცელებული ინფორმაციით, ფილდგროუ თავის 22 წლის ქალიშვილზე, სამანტა კერშნერზე დაქორწინდა კიდეც, რომლის შესახებაც მათ სოციალურ ქსელ FACEBOOK-ზეც კი აცნობეს საზოგადოებას.

აღნიშნულ ფაქტზე კერშნერსაც მიუსაჯეს 22 დღით თავისუფლების აღკვეთა ინცესტის ფაქტზე.

წყვილის სასიყვარული ურთიერთობის შესახებ გოგონას დედამ 2018 წლის სექტემბერში გაიგო, რის შესახებაც პოლიციას აცნობა.

წყვილი ერთმანეთს ცოლ-ქმრად აღიქვამენ და ამის შესახებ საჯაროდაც აცხადებენ.

სამანტა კერშნერმა პოლიციას განუცხადა, რომ მას და მის დას ჰქონდათ სექსუალური მისწრაფება მათი ბიოლოგიური მამის მიმართ, რაც ხშირად გამხდარა ერთმანეთთან დაპირისპირების მიზეზი.

ნიუპოსტი