16 იან 2020 16:53 1606

"ივანიშვილი დაწერს წერილს, მაგრამ - წერილის ვაშინგტონში წამღები არავინ დარჩა პარტიაში"

 

 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი NDI-ის კვლევის შეფასებისას ნახევრად ხუმრობით ამბობს, რომ "ივანიშვილი სიტყვას შეასრულებს და ვაშინგტონს წერილს მისწერს".

რაც შეეხება ინსტიტუციურ კრიზისს, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ გადაწვეტილების მიმღები ცენტრი, დაშორებულის ინსტიტუციურ ცენტრებს.

„იმ ჩრდილოვანმა ავტორიტარიზმმა საბოლოო ჯამში მოგვცა ისეთი მოცემულობა, როდესაც აბსოლუტური ინსტიტუციური ქაოსია. ინსტიტუტრები არათუ ნდობით არ სარგებლობენ, უბრალოდ ისინი არ არსებობენ.

გადაწვეტილების მიმღები ცენტრი, დაშორებულის ინსტიტუციურ ცენტრებს და ეს აღრევა იწვევს ძალიან დაბალ ნდობას და ხშირ შემთხვევაში სრულ უნდობლობას.

ბიძინა ივანიშვილი შეგვპირდა და ის ხომ სიტყვის კაცია, თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს, ერთი-ორჯერ გადაგვაგდო მარტო. ის ალბათ დაწერს წერილს, თუმცა მე სხვა რაღაც მაშფოთებს - წერილის ვაშინგტონში წამღები არავინ დარჩა პარტიაში. როგორც ჩანს, „Google translate”- ი მოუწევთ მუშაობა. თუ საერთოდ იციან მისი გამოყენება“