16 იან 2020 17:17 1728

"საქართველო აღიარებს აფხაზთა გენოციდს და დამოუკიდებლობას? - მერე აღდგება ურთიერთობა"

 

 

ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. დეპუტატმა, ამირან დიაკონოვმა ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას განცხადებებაზე კომენტარი გააკეთა:

„აფხაზეთი თავად გადაწყვეტს საკუთარ ბედს, მათ შორის საქართველოსთან მომავალი ურთიერთობების შესახებ. ისტორიული ასპექტების გათვალისწინებით იქ სიტუაცია განსხვავებულია, ვიდრე სამხრეთ ოსეთში. მათ საქართველოსთან საკუთარი საკითხები აქვთ გასარკვევი, მათ შორის ისინი, რომელიც ეხება აფხაზეთში ქართველების ძალით ჩასახლებასა და სხვა ისტორიულ თუ სამართლებრივ ასპექტებს“,-განაცხადა დიაკონოვმა.

ადრე თუ გვიან ურთიერთობება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის დალაგდება.

სხვა საკითხია თუ რა პირობებში შეიძლება ჩვენს ქვეყნებს შორის ამ ურთიერთობების აღდგენა. დააღწევს საქართველო თავს ფაშიზმს? აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობას? აღიარებს 20-იანი წლების გენოციდს? აღიარებს 90-იან შემდეგ 2000-იან წლებში განხორციელებულ აგრესიას? გაათავისუფლებს საქართველო სამხრეთ ოსეთს თავისი სამხედრო მოსამსახურეებისგან, რომლებიც სამხედრო-პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ქმნიან რეგიონში? ყველაფერი საქართველოს პოზიციაზეა დამოკიდებული“

 

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა, ასლამ ბჟანიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისსა და სოხუმს შორის „დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“.