16 იან 2020 19:06 2027

აუდიტის სამსახური სერგეენკოს პასუხობს - და პასუხიდან ჩანს, რომ ყოფილი მინისტრი განწირულია

 

 

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა სერგეენკომ დღეს განაცხადა: - "სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში“, ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა"

აუდიტის სამსახური სერგეენკოს "აიპრესთან" პასუხობს:

“ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშში დასახელებული C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება-  560,645,083 ლარი – ასახულია  სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

ფინანსური აუდიტი წარიმართა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რომლის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს ვალდებულება განახორციელოს სხვა უწყებაში აღრიცხული აქტივების გადაფასება.

აიპრესი

აუდიტის სამსახურის პასუხის შემდეგ, ეჭვი აღარავის გვეპარება, რომ სახელმწიფო უკან დახევას არ აპირებს ამ საქმეში!

რაკი სერგეენკო ღია შეტევაზე გადავიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ - როგორც ჩანს, არც მას გააჩნია რამე ფასეული, რასაც სახელმწიფოს ამ სკანდალში გაუცვლიდა და მონასტერში წავიდოდა, ვითარცა კვირიკაშვილი.

დღევანდელი მონაცემებით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი აშკარად გაწირულია. 

 

ალია